Accentnews.ge
არხამია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დახმარების წინაპირობას ასახელებს

არხამია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დახმარების წინაპირობას ასახელებს

25/07/2022 04:00:10 პოლიტიკა

უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია აცხადებს, რომ მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს და ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს. თუმცა იგი აღნიშნულის განსახორციელებლად ერთ პირობას ასახელებს.

"ინსტიტუციურად საქართველო ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზადაა, მაგრამ ღრმად თუ ჩავიხედავთ, იქ ბევრი ფსევდო პროცესია. სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ადამიანი აბსოლუტური ძალაუფლებით ევროინტეგრაციასთან ერთად თავის ბერკეტებს დაკარგავს. მერე კი იქნება უფრო დაცული, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა გადახარშოს. თქვენი ხელისუფლება ამ ტრაფსფორმაციისთვის მზად არ არის, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ევროპა უნდა, ისინიც ვალდებულები არიან ამ იდეის გარშემო იცეკვონ და თავი მოაჩვენონ, თითქოს ამაზე მუშაობენ. ჩვენ დაგეხმარებით, მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთავის სულერთია რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია პრორუსი არ იყოს",- აღნიშნა არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S