დავით არახამია – ირაკლი კობახიძეზე: "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა"
25/07/2022 06:06:21 პოლიტიკა
უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს "КГБ-ს აგენტის შვილს" უწოდებს.
"ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე "გუგლში" მოვძებნე. იგი КГБ-ს აგენტის შვილია. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ "დავერბოვკებული" იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა", -აცხადებს არახამია "მთავარ არხთან" ინტერვიუში.


