არახამია – ივანიშვილს: "ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ"
25/07/2022 06:00:48 პოლიტიკა
რუსეთთან უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი დავით არახამია საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
"არ ვიცი, ივანიშვილს როგორი მამულები აქვს თქვენთან, მაგრამ აქ იანუკოვიჩი ცხოვრობდა. წმინდა მაფიოზური სტრუქურა ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოშია. გამიგია, რომ თქვენთანაც ბიძინა ივანიშვილსაც რაღაც მამული აქვს, სადაც მთელი საქართველოდან ასწლოვანი ხეები ჩაჰქონდა. მინდა ის აქ, მეშგორიაში დავპატიჟო. ბიძინა, თუ გვიყურებთ, გეპატიჟებით. იქნებ რამე შეგერხეთ სულში და თქვენი მამულები საქართველოს მოქალაქეებს გადასცეთ. ნუ დაელოდებით, სანამ იანუკოვიჩივით როსტოვში გაგაგდებენ. გააკეთეთ ეს ნებაყოფლობით", - განაცხადა არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში.


