Accentnews.ge
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საველე ვიზიტისას უმასპინძლა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საველე ვიზიტისას უმასპინძლა

25/07/2022 11:58:58 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საველე ვიზიტისას გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს უმასპინძლა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, შაჰიდს ოძისის რაიონში შეხვდა და ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შემდგომ მან ხაზგასმით აღნიშნა გამოწვევები, რომლებიც ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივად დაკეტვის ფონზე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე დგას.

ვიზიტის დასრულებისას, შაჰიდმა მადლობა გადაუხადა მისიას მოწოდებული ინფორმაციის და მისი, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სტაბილურობაში შეტანილი უწყვეტი წვლილისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S