Accentnews.ge
კობახიძემ არახამიას "არაკაცი" უწოდა: "ამ კაცს სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი"

კობახიძემ არახამიას "არაკაცი" უწოდა: "ამ კაცს სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი"

25/07/2022 15:29:26 პოლიტიკა

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მომლაპარაკებელს რუსეთთან დავით არახამიას "არაკაცს" უწოდებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა არახამიას განცხადებას, რომლის თანახმად, "КГБ-ს აგენტის შვილი საქართველოში მმართველი პარტიის თავმჯდომარეა", კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

„არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. არახამია არის არაკაცი“.

რაც შეეხება არხამიას განცხადებას ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების შესაძლო სანქცირების თაობაზე, მმართველი პარტიის ტავმჯდომარე აღნიშნავს, რომ "არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას":

„ეს კაცი [არახამია] ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი ვის მიმართაც მე მგონი, ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი“,- აცხადებს კობახიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S