ზურაბიშვილი კობახიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფას კატეგორიულად გმობს
25/07/2022 17:49:13 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის შეურცხყოფის ფაქტს გმობს.
"კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას."ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!". ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!", – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.


