„ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გივი მიქანაძე ირაკლი კობახიძეს სოლიდარობას უცხადებს
25/07/2022 18:53:56 პოლიტიკა
„ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გივი მიქანაძე პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სოლიდარობას უცხადებს.
"ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს. სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები", – წერს მიქანაძე სოციალურ ქსელში.


