Accentnews.ge
მელია: "გაირკვა, რამ გააცოფა კობახიძე"

მელია: "გაირკვა, რამ გააცოფა კობახიძე"

26/07/2022 07:23:49 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ კობახიძეს სურს, "საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს".

"დღეს გაირკვა, რამ გააცოფა გუშინ ირაკლი კობახიძე. დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო - არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება, რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს“,– წერს მელია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დღეს აქტუალური არაა, რას აკეთებდა კობახიძის მამა, რადგან შვილთან შედარებით ის უმანკო კრავად გამოიყურება:

„არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. კაგებეს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლისძარღგაწყვეტილი ემისარი“.

25 ივლისს ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა:

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“.

კობახიძე გააკრიტიკა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

„დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება“, - განაცხადა ქარტიამ.

პასუხად, კობახიძე "პავლიკა მოროზოვს" უწოდებს ყველას, ვინც ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S