"გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, აგებული იყო ცილისწამებაზე"
26/07/2022 07:34:09 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და მომხდარს "პროვოკაციას" უწოდებს.
"ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ, სწორედ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც, ყველაფერი. ეს იყო ალბათ, მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით. [...] გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე, თქვენ ისიც გახსოვთ, რომ თითქოს კითხვა არსებობს, ლეგიტიმურია კითხვა, არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ რაღაც "დაგუგლა", "დაგუგვლაზე" ჟურნალისტი რომ ააწყობს კითხვას, მედია ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ რამდენად მართალი იყო ეუთო–ოდირი, როდესაც ამბობდა, რომ სამწუხაროდ, მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეულიო", - აცხადებს პაპუაშვილი.


