Accentnews.ge
"ჩვენი ყველას წინაპრები ან „კაგებეშნიკები“ იყვნენ ან სისტემის მონები"

"ჩვენი ყველას წინაპრები ან „კაგებეშნიკები“ იყვნენ ან სისტემის მონები"

26/07/2022 07:45:01 პოლიტიკა

პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ვინმეს დისკრედიტაციის მცდელობა მათი წინაპრისთვის „კაგებეშნიკის“ დაძახებით გახუნებული პრაქტიკაა.

„მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ. აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ (‘კაგებეშნიკები’) ან სისტემის მონები. სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა. [...] ჰოდა, წარსულში ვისი წინაპარი ვინ იყო მაგაზე ჭორაობას, დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და &ლეები გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ. დღევანდელ &ლეებს მივხედოთ, რომ ჩვენ შვილებს იგივეს დაწერა არ მოუწიოთ ჩვენზე", – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

25 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მომლაპარაკებელმა რუსეთთან დავით არახამიამ ტგელეარხთან ინტერვიუში მმართველი პარტიის თავმჯდომარეც ახსენა და კობახიძეს მამამისის შესახებ ჰკითხა, არის თუ არა ის “კაგებეშნიკი”. აღნიშნულის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია....".

ჟურნალისტმა მას საპასუხოდ განუცხადა: "რატომ უნდა მრცხვენოდეს, ბატონო ირაკლი? დავით არახამია საუბრობს ამაზე. მამათქვენს არ აქვს დადასტურებული, რომ "დავერბოვკებული" იყო КГБ-ს მიერ?".

აღნიშნულის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტს ასე მიმართა: "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც...სამარცხვინო შენ....“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S