Accentnews.ge
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს კობახიძის გამონათქვამები ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც შეისწავლოს

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს კობახიძის გამონათქვამები ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც შეისწავლოს

26/07/2022 08:40:24 პოლიტიკა

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" გმობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმდომარის „ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას“ და მოუწოდებს, ერთის მხრივ, მმართველ პარტიას, გააუმჯობესოს მედიაგარემო, მეორეს მხრივ, მოუწოდებს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები.

„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი”[2] საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებულები არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირებს არ შეულახონ პატივი და ღირსება. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები“, - ნათქვამია კოალიციის განცადებაში.

ორგანიზაცია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს“.

25 ივლისს ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა:

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“.

კობახიძე გააკრიტიკა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

„დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება“, - განაცხადა ქარტიამ.

პასუხად, კობახიძე "პავლიკა მოროზოვს" უწოდებს ყველას, ვინც ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S