"ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ"
26/07/2022 08:47:18 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


