სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
26/07/2022 11:43:34 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, 10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ერთ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულთაგან ერთი ქალი მსჯავრდებულია.


