Accentnews.ge
რა საკითხები განიხილეს საქართველოს და პოლონეთის ელჩებმა აშშ–ში

რა საკითხები განიხილეს საქართველოს და პოლონეთის ელჩებმა აშშ–ში

26/07/2022 17:39:01 პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ში პოლონეთის ელჩ მარეკ მაგიეროვსკის შეხვდა.

როგორც „ფეისბუქში“ დავით ზალკალიანის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და პოლონეთის ურთიერთობების პრიორიტეტები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება. მხარეებმა განიხილეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა და გამოხატეს რწმენა რომ ეს მალე განხორციელდება.

ამავე წყაროს ცნობით, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერია პოლონეთის ურყევი მხარდამჭერისთვის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმსწრაფებების მიმართ. ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს წინაპირობების შესასრულებლად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მიზნით.

იხილეთ ასევე: "ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ, მაგალითად, პოლონეთი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S