Accentnews.ge
რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა გაფართოებულ ფორმატში

რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა გაფართოებულ ფორმატში

27/07/2022 06:31:01 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატში იმსჯელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და გაფართოების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას.

შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის რკინიგზებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, ასევე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების 2023-2026 წლების საგზაო რუკას"- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი:"კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ შესაძლოა, მეტად იქნეს ათვისებული"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S