გახარია - ივანიშვილზე: " საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით, ასე იმსხვრევა მითები"
27/07/2022 08:26:15 პოლიტიკა
"სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით", - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „მითები ასე იმსხვრევა“.
„აი, საიდან სადამდე. სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ“, - აცხადებს გახარია.
ცნობისთვის: დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და მმართველ პარტიაზე საუბრობს.


