Accentnews.ge
"ამ წერილის მთავარი გზავნილი და სულისკვეთება  ბიძინა ივანიშვილის ქონებისა და ფინანსების დაცვაა"

"ამ წერილის მთავარი გზავნილი და სულისკვეთება  ბიძინა ივანიშვილის ქონებისა და ფინანსების დაცვაა"

27/07/2022 08:39:21 პოლიტიკა

"რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი "წერილის მთავარი გზავნილი და სულისკვეთება მისი ქონებისა და ფინანსების დაცვაა".

"ბიძინა ივანიშვილს არ გაუმეორებია ომის რიტორიკა, ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა ომის რიტორიკა და დღეს ეს დადასტურდა. ეს არის მისი დაკვეთით "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომელიც ომის დაწყების დღიდან ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს და შეაშინოს და გააღვივოს შიში, რომ თურმე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვისგანაც პირიქით უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი ამ ქვეყნის წლების მანძილზე, რომ თურმე მოდის ომის რიტორიკა და ომისკენ მოთხოვნა. ამ წერილის მთავარი გზავნილი, მთავარი სულისკვეთება არის ბიძინა ივანიშვილის ქონების და ფინანსების დაცვა. ის ამ წერილით ევაჭრება და ულტიმატუმის ენით ესაუბრება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და აქ არაფერი კავშირი არ აქვს არცერთ სხვა საკითხს. ეს არის მხოლოდ ვაჭრობა და ულტიმატუმის ენით საუბარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მას სჭირდება მისი ფინანსების უკან დაბრუნება. ის მზად არის, სასწორზე დადოს ქვეყნის ინტერესები, როდესაც დასაცავია მისი ფინანსები და რა თქმა უნდა, ასეთ პროცესში, ის არ დაიხევს უკან თავს დაესხას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს", - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ცნობისთვის: დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და მმართველ პარტიაზე საუბრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S