Accentnews.ge
ბოკერია – ივანიშვილის წერილზე: "ქვეყნის ინტერესების მტრობის კამპანიის გაგრძელებაა"

ბოკერია – ივანიშვილის წერილზე: "ქვეყნის ინტერესების მტრობის კამპანიის გაგრძელებაა"

27/07/2022 08:45:38 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება "ქვეყნის ინტერესების მტრობის კამპანიის გაგრძელებაა".

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ აშშ საქართველოს მტრობდა და ქვეყანა "მისმა პირადმა გამბედაობამ გადაარჩინა".

"ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის გაგრძელება. პირდაპირ მტრობაა საქართველოს ინტერესების, მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ავრცელებს ბოლო თვეებია, რასაც ზოგადად წლებია აკეთებს, ამ დემონიზებას თავისუფლების იდეის და თავისუფალი სამყაროსი პუტინისტური პროპაგანდის მხარდაჭერით, პირდაპირ და ირიბად. მაგრამ, ახლა ბოლო თვეებია, ეს გადავიდა იმ ზღვარზე, რომ უტიფრად ასეთ ბოდვაში ვართ, რომ სერიოზულად ეს კაცი და მისი გარემოცვა გვთავაზობს ამ ფორმულას, რომ ამერიკა ჩვენ გვმტრობდა და უბრალოდ ივანიშვილის პირადმა გამბედაობამ გადაგვარჩინა და ამიტომ, ის ისჯება. ამ ბოდვას ყველა მოქალაქემ უნდა მისცეს მარტო ერთი შეფასება - საშიშია ეს ადამიანი ყოველდღე, სანამ ის მართავს ქვეყანას".

ცნობისთვის: დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და მმართველ პარტიაზე საუბრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S