Accentnews.ge
"დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრა გასაკვირი არ არის"

"დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრა გასაკვირი არ არის"

27/07/2022 09:19:05 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოში ყველას გაცნობიერებული აქვს ვინ არის ქვეყნის რეალური მმართველი, შესაბამისად, "უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შეხვედრა გასაკვირი არ არის".

“ამ ქვეყანაში ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, ვინ არის რეალური მმართველი და როდესაც კრიზისული ვითარებებია, ურჩევნიათ რეალურ მმართველებს ელაპარაკონ პირდაპირ, ვიდრე მათ ხელის ბიჭებს. ამიტომ აქაც არაფერი გასაკვირი არ არის. პირველად ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, უკვე კელი დეგნანი აღარ იყო მათი შეტევის ობიექტი ან რომელიმე სხვა ელჩი, ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, ასეთი რამე არ მომხდარა და როდესაც ამ ფონზე ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ხაზის გაგრძელება მოხდება”, — აცხადებს ხიდაშელი.

ცნობისთვის: დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და მმართველ პარტიაზე საუბრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S