Accentnews.ge
"ომთან დაკავშირებით საუბარი  ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას ემსახურება"

"ომთან დაკავშირებით საუბარი  ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას ემსახურება"

27/07/2022 09:30:55 პოლიტიკა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებაზე, ომში საქართველოს ჩართვაზე როტორიკა ემსახურება ორ მიზანს – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიდან ყურადღების გადატანას და დასაველთან ურთიერთობის გაფუჭებას.

„ომთან დაკავშირებით საუბარი ემსახურება ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას. „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე დისკუსიის მიზანია, ერთი მხრივ ფოკუსის გადატანა მნიშვნელოვანი საკითხიდან უმნიშვნელო საკითხზე, მეორე მხრივ კი დასავლელ პარტნიორებთან - ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭება. რაც არ უნდა თქვან, რომ ამას არ აკეთებენ, ისინი ამას აკეთებენ. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. როდესაც მმართველ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობა გაქვს, როგორ აპირებ ევროკავშირის სტატუსის მიღებას მაშინ, როდესაც არც რეფორმების გატარებას აპირებ. ეს არის რასაც აკეთებენ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. შედეგი ძალიან ცუდი იქნება. მთავარია, საზოგადოება ამ ყველაფერს არ ავყვეთ. ფოკუსირებულები ვიყოთ ევროკავშირის სტატუსზე“,- აღნიშნავს ეკა გიგაური.

ცნობისთვის: დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და მმართველ პარტიაზე საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S