Accentnews.ge
"არათუ 3 საათით, 3 წუთითაც არ შევხვედრივართ ივანიშვილს"

"არათუ 3 საათით, 3 წუთითაც არ შევხვედრივართ ივანიშვილს"

28/07/2022 05:30:19 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმიანება, რომელშიც ყოფილი პრემიერ–მინისტრი, მათ შორის აშშ–ის ელჩ კელი დეგნანათან შეხვედრის შესახებ საუბრობს.

წულუკიანის თქმით, რომ მინისტრებს ივანიშვილთან შეხვედრა პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ არ ჰქონიათ.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა, მინისტრები, მათ შორის, მეც, არათუ სამი საათით, სამი წუთითაც არ შევხვედრივართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, არაერთი ოპონენტი და პარტნიორი გამომცდელ კითხვას გვისვამს, „როდის ნახეთ ივანიშვილი ბოლოს?" ჩემთვისაც დაუსვამთ ეს კითხვა. უცნაურია, როდესაც ასეთ შეკითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმავე პირთან", -განაცხადა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ივანიშვილსა და დეგნანს შორის გამართული შეხვედრის შინაარსზე:

„როდესაც შეხვედრას ითხოვ და ეს წერია ამ წერილში, შენ გაქვს განსახილველი რაღაც საკითხი, რა იყო ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მონაწილეებმა თუ ჩათვლიან საჭიროდ, უნდა უთხრან საზოგადოებას“.

მინისტრი მიესალმება იმას, რომ "ივანიშვილი თავად აპირებს საკუთარ პრობლემებზე ზრუნვას".

„ეს წერილი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რასაკვირველია, ჩვენ როდესაც ტელევიზიით ვიგებთ შვეიცარიული ბანკის ამბავს, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ სასამართლო დავაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სიმართლე დოკუმენტურად მტკიცდება და ეს სიმართლე მარტო სიმართლედ კი არ რჩება, არამედ სასამართლო წესით მყარდება. ამას მივესალმებით და გვიხარია, მაგრამ როდესაც თავად ივანიშვილი ამბობს, რომ „ეს მაინც ჩემი პირადი პრობლემებია და ამაზე მე თვითონ ვიზრუნებ და თქვენ თავს არ მოგახვევთ" - ეს გარკვეულწილად ჩვენ გვძენს უფრო მეტ სიმშვიდეს. პრობლემები ფაქტია, მაგრამ თავად ის, ვისაც ეს პრობლემები ეხება, ცდილობს, მორიგჯერ გაარიდოს ეს პრობლემები საკუთარ ქვეყანას", -განაცხადა წულუკიანმა.

27 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ – 21 მარტს მან ელჩ დეგნანთან შეხვედრა გამართა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

ამ საკითხზე საუბრის დროს ელჩმა დეგნანმა 21 ივლისს თქვა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა "საკმაოდ დიდი ხნის წინ" ჰქონდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S