Accentnews.ge
"მამაჩემის როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ იგი ან მთავრობაში დაბრუნდეს, ან ასე შემდეგ"

"მამაჩემის როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ იგი ან მთავრობაში დაბრუნდეს, ან ასე შემდეგ"

28/07/2022 09:13:38 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა, გადაიხედოს მამამისის როლი პოლიტიკაში, რაც „ქართულ ოცნებას“ გაუმარტივებდა კონსენსუსზე წამოსვლას. ამის შესახებ მან "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა

"მე ერთი კვირაა, საქართველოში ვარ, ჩამოსული ვარ ოჯახის სანახავად. ცოტა ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა ზუგდიდში, ბათუმში, საქართველოს გარშემო. ხალხი გვხვდება ქუჩაში და თუ მცნობენ, მეუბნებიან - მიშა როგორ არის? ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება საზოგადოებაში მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ მე ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის რაღაცა მომავლის ლიდერი, ან რაღაც მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან, როგორც, აი, "მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს" და ასე შემდეგ. არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასე უყურებს, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება, უფრო დიდი ნაწილი, რომელიც უბრალოდ აფასებს მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და უნდა მისთვის კარგი. ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე და არა, რომ იგი არის მომავლის ლიდერი. ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან მიშასი ან "ნაციონალური მოძრაობის", ამიტომ, მგონია, რომ ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზებაზე, მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა, იმიტომ, რომ მე როგორც ვუყურებ, როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ იგი ან მთავრობაში დაბრუნდეს, ან ასე შემდეგ. ეს ცოტა რთული წარმოადგენია ჩემთვის და მე მგონი, თვითონაც ხვდება ამას. როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს, მგონი, თვითონაც ხვდება, რომ შეიძლება, იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ", - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.

მისი ვარაუდით, "თუკი საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი შეიქმნება, რომ ხალხმა თქვას, რომ „დავაფასოთ მისი ღვაწლი და შევუქმნათ მას ღირსეული ჯანმრთელობის მდგომარეობის უფლებაო“, ხელისუფლებისთვისაც ადვილი იქნება, რომ წამოვიდნენ ამ დათმობაზე".

ედუარდ სააკაშვილმა დააზუსტა, რომ არ გულისხმობს მამამისის ციხიდან გამოშვებას. საუბარია იმაზე, რომ „მოხდეს [სასჯელის მოხდის] სამართლებრივად გადავადება, რაც რეალურად დაშვებულია, შესაძლებელია და რისთვისაც „საჭიროა პოლიტიკური ნიადაგი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S