Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: "ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე სანქცირებული არ არის"

აშშ–ის ელჩი: "ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე სანქცირებული არ არის"

28/07/2022 12:00:08 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "მთავარი არხის" დირექტორისნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული არ არის.

"რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან", - განაცხადა ელჩმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

20 მაისს ცნობილი გახდა, რომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა. ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას.

ამ საკითხზე ღიად საუბარი მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ გადაწყვიტა. მაგალითად, 17 ივლისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "იმედი" ეთერში თქვა, რომ მან თავის კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

"დღემდე ჩემთვის ეს კითხვა აბსოლუტურად პასუხგაუცემელია - არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული თუ არ არის. თუ არის, ამას ბუნებრივია მოსდევს კითხვა - რატომ? ", - თქვა მოსამართლემ.

უფრო ადრე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S