Accentnews.ge
"მგონი, აშშ–ის ელჩის მესიჯის ადრესატი, მათ შორის 308 ევროპარლამენტარია, სხვის ფულზე დროს და ენერგიას ისინი ხარჯავდნენ"

"მგონი, აშშ–ის ელჩის მესიჯის ადრესატი, მათ შორის 308 ევროპარლამენტარია, სხვის ფულზე დროს და ენერგიას ისინი ხარჯავდნენ"

28/07/2022 14:20:20 პოლიტიკა

"მგონი, აშშ–ის ელჩის მესიჯის ადრესატი, მათ შორის 308 ევროპარლამენტარია, სხვის ფულზე დროს და ენერგიას ისინი ხარჯავდნენ", – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში შეერტებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.

კობახიძის თქმით, ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავენ:

"ძალიან საინტერესო მესიჯია. ამ დროს და ენერგიას ხარჯავდა და ახლაც ხარჯავს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. ამ თემას რეზოლუციაც მიუძღვნეს. ესენი არიან „ენჯეოებიც“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს პასუხის გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მგონი, ამ მესიჯის ადრესატი სწორედ ეს 308 ევროპარლამენტარია, „ენჯეოები“...,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შემდეგი განაცხადა:

„ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S