Accentnews.ge
ბოკერია: „თუ ამ ისტორიულ „ფანჯარაში“ ვერ გავაღწიეთ, შემდეგი თაობები ფასს სისხლით გადაიხდიან“

ბოკერია: „თუ ამ ისტორიულ „ფანჯარაში“ ვერ გავაღწიეთ, შემდეგი თაობები ფასს სისხლით გადაიხდიან“

28/07/2022 18:35:09 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, თუ საქართველო ისტორიულ „ფანჯარას“ კვლავ ვერ გამოიყენებს, ფასს შემდეგი თაობები სისხლით გადაიხდიან.

მისი შეფასებით, საქართველოს სწორედ ახლა აქვს შესაძლებლობა, გაძლიერდეს და რუსეთისგან სამომავლო აგრესიის რისკი მინიმუმამდე შემაციროს.

„თუ ჩვენ ამ ისტორიულ ფაზაში (არ ვგულისხმობ დეკემბრამდელ დროს. დრო მეტი იქნება, მაგრამ არა უსასრულო) მოგვივიდა იგივე, რაც 90–იანებში, არ აღმოვჩნდით ფორმაში ლიეტუვას, ლაიტვიის და ესტონეთისგან განსხვავებით, რომლებმაც გააღწიეს ამ ჭაობიდან – შევიდნენ ნატო–ში, ევროკავშირში, შემდეგი თაობები გადაიხდიან ფასს უსაფრთხოებით და ყოველგვარი დრაამატიზების გარეშე – სისხლით, რაც ხდება ახლა უკრაინაში და რაც მოხდა საქართველოში. ლიეტუვამ, ლაიტვიამ და ესტონეთმა გააღწიეს, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე აღარაა, თავიუფლებას ყოველთვის სჭირდება დაცვა, მაგრამ როდესაც ნატო–ს წევრი ქვეყანა ხარ, ისე ვერ გიშვებიან, რაც უკრაინაში ხდება და რაც ჩვენ მოგვივიდა. ჩვენ მაშინ [90–იანებში] ფორმაში რომ ვყოფილიყავით, დღეს სულ სხვა ვიქნებოდით, ისევე როგორც უკრაინას არ მოუწევდა ამხელა მსხვერპლი. აი, ამხელა რისკის ქვშ ვართ. თუ ლაპარაკია რაიმე სახის შემდგომი ომის საფრთხეზე (რაც კატასტროფაა და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ არ მოხდეს), რუსეთის მხრიდან ძალადობაზე და სისხლზე, თუ ამ ისტორიულ „ფანჯარაში“ ვერ გავაღწიეთ, ათწლეულები შეიძლება ვიყოთ სამიზნე ამ ბოროტების იმპერიის მაშინაც, როცა ის დამარცხდება უკრაინაში. იმის ძალა, რომ ჩვენ ვიყოთ სამიზნე, შეიძლება, დიდი ხანი ჰქონდეს. ამას ივანიშვილის რეჟიმი პირიქით იყენებს, „ნახეთ, ჩვენ გადავრჩით“... სინამდილეში ყველაფერი პირიქითაა: ახლა შეგვიძლია, რომ გავძვრეთ თუ ნებას გამოვიჩენთ, გვეყოლება ას ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს გაატარებს, გავხდებით ნატო–ს წევრები, აშშ–სთან გვექნება ორმხრივი უსაფრთხოება და ძლიერი ქვეყანა ვიქნებით. თუ რუსეთს არ შეუძლია საქართველოზე აგრესია განახორციელოს, ეს მომენტი სწორედ დღეს არის, ვიდრე უკრაინაში ომი მიდის. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ისე გავძლიერდეთ, პირველ რიგში ნატოში წევრობით, ამერიკასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშროლობით და ჩვენი ძალებით, რომ მომავალში რუსეთისთვის იმხელა ფაქტორი იყოს წინაამდეგბა აქ (ნატო–ს წევრობის შემთხვევაში ხომ საერთოდ, ამ გზაზე დგომისასაც კი), რომ ჩვენი ომის საფრთხეები შემცირდეს ერთი ასად ან გამოირიცხოს“,– ფიქრობს ბოკერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S