"ჩვენი სასამართლო ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს მიღწევებით, ანგარიშვალდებულებითა და გამჭვირვალობით"
29/07/2022 10:43:06 პოლიტიკა
ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელს რეგიონში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემა თავისი მიღწევებით ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს.
„ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელს რეგიონში, ის კი არა, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებითა და გამჭვირვალობით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


