პრემიერი – „ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე: "ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, დემოკრატიულ სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას"
29/07/2022 11:15:52 პოლიტიკა
"ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ნებისმიერ მოქალაქეს, მით უმეტეს პოლიტიკოსს უფლება აქვს გაემიჯნოს გუნდს, ეს სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს", - ასე აფასებს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდიდან გასული დეპუტატების, სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფის განცხადებებს.
როგორც პრემიერი განმარტავს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დემოკრატიულ სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას.
"ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ნებისმიერ მოქალაქეს, მით უმეტეს პოლიტიკოსს უფლება აქვს გაემიჯნოს გუნდს, ეს სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს, ეს მათი არჩევანია. მინდა, ვთქვა, რომ ამ გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს შეფერხებას არ შევუქმნით. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს ამ დემოკრატიულ სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შემოიტანა“,- აღნიშნავს პრემიერი.


