Accentnews.ge
მელია – ადვოკატების განცხადება, რომ "სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება": "ეს ასე არ არის"

მელია – ადვოკატების განცხადება, რომ "სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება": "ეს ასე არ არის"

31/07/2022 09:19:31 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიეილ სააკაშვილის ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა თქვან, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკით აღარ ინტერესდება.

"პირველ რიგში, ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია – ადვოკატები არიან, ხალხო. მაშინ, მთელი ის პროცესი, რაზეც ჩვენ ვკონტაქტობდით თვეების განმავლობაში, ვატყუებდით ერთმანეთს, ან მე მიშას ან მიშა მე? დაცვის სტრატეგიაა. დიახაც, ვიცი რა, ეს რეჟიმი სანამ არ დამარცხდება, ჩვენ პატიმრებს ვერ ვიხსნით, უბრალოდ, ვერ ვიხსნით, სამწუხაროდ. პოლიტიკური ხმა რას მეუბნება გეტყვით, მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდსულოვნებას გამოიჩენს [მის გადასაყვანად]... მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გვეიმედებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მაგრამ ხედავთ როგორ ექცევა ბიძინა ივანიშვილი მათ. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამ იმედზე ყოფნა მე არ მინდა როგორც პოლიტიკოსს, როგორც მებრძოლს და არც ჩემს მეგობრებს. ადვოკატებს აქვთ თავიანთი საქმე და ისინი ამას უკეთ აკეთებენ იმიტომ, რომ იქ არიან პროფესიონალები, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, "ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილია", – განაცხადა მელიამ "TV პირველის" ეთერში.

29 ივლისს "პალიტრანიუსის" ეთერში სტუმრობის დროს მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შანსები გაზრდილია. ამ საკითხზე საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება:

"[სასჯელის გადავადების] შანსები გაიზარდა. ხელისუფლებას მისდის მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ჩემი გზავნილები, რომელსაც მე ვაჟღერებ შემთხვევით. სააკაშვილი, პირდაპირ ვთქვათ, ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება. არანაირი ინტერესი ამ ადამიანს არ გააჩნია. ნუ, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ...უსმენს ფრანგულ რადიოს, უყურებს უკრაინულ არხებს, პოლიტიკით ინტერესდება, ოღონდ მთლიანად არის გადართული უკრაინულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, მე ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე და საათობით მიწევს საუბარი, მე ვუსვამ აქეთ კითხვებს ქართულ პოლიტიკაზე... შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, მე შევედი და ვუთხარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე, საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. გამიკვირდა კიდეც...საერთოდ ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ჩემს თავს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავო - ასეთი განცხადება გააკეთა... ველოდები, რომ ამ განცხადებას თვითონ გააკეთებს".

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახლემიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე.

დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადო სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S