Accentnews.ge
HIMARS საქართველოს! - ადამ კინზინგერი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემის გადაცემას ითხოვს

HIMARS საქართველოს! - ადამ კინზინგერი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემის გადაცემას ითხოვს

31/07/2022 21:02:41 პოლიტიკა

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ საქართველოს HIMARS-ები უნდა გადაეცეს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს. მას შემდეგ, რაც რუსეთი დამცირდება უკრაინაში, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. HIMARS საქართველოს!“, — წერს კინზინგერი "ტვიტერში" პირად გვერდზე.

22 ივლისს თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. ახალი პაკეტით გათვალისწინებული იარაღის გაგზავნის შემდეგ აშშ-ის მხრიდან უკრაინაში გაგზავნილი HIMARS-ის სისტემების საერთო რაოდენობა 16-მდე გაიზრდება.

აშშ-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ქვეყნის დასახმარებლად ჯამში, 8 მილიარდამდე დოლარი გამოყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S