Accentnews.ge
"მოვუწოდებ საზოგადოებას, ბიზნესს და ხალხს, რომ გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს"

"მოვუწოდებ საზოგადოებას, ბიზნესს და ხალხს, რომ გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს"

01/08/2022 09:39:31 პოლიტიკა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ბიზნესს, მიმართავს, რომ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს დაბინავებაში დაეხმარონ.

„ამ წუთებში, როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრძელებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენას, ხალხის წამებას, მკვლელობას, სამხედრო დანაშაულების ჩადენას და იქიდან ადამიანები იძულებით მოდიან საქართველოში, ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანები სასტუმროებიდან და სახლებიდან გამოაგდო. დასრულდა რამდენიმეთვიანი პროგრამა, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის მტრული და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას. არაერთი კომუნიკაცია მქონდა და სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების რესურსი ამოწურულია. თუ ეს ასე არ არის, მათ შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, ბიზნესს და ხალხს, ვისაც შეუძლია სირცხვილი მოწმინდოს ჩვენს ქვეყანას და გვერდში დავუდგეს ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებენ.

როგორც მან აღნიშნა, უკვე გამოიყვანეს უკრაინელი ოჯახების ნაწილი, რომლებიც სასტუმროებში ან ოჯახებში უნდა დააბინავონ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ, გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგან და მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით დღესვე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ და აღნიშნა, რომ მათთვის განკუთვნილი პროგრამა წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე – 45 ლარი გაიცემა.

რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, „პროვოკაციებს თავი დაანებონ“:

„მოგეხსენებათ, ივლისში მთავრობის დადგენილება გამოიცა და მარტიდან სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის და მათთვის, ვინც არ არიან სასტუმროში განთავსებული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროებისა და მათი მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ეხმარება 300 ლარით და თითოეულ ადამიანს, თუ ამის საჭიროება აქვს, 45 ლარით. მოკლედ მსურს განვმარტო, თუ საიდან მივედით ამ თანხებამდე და როგორი პრაქტიკაა დღეისათვის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემამულე. ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულე დევნილებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს. ახლა სასტუმროების დიდი ნაწილიდან ლტოლვილები უკვე გამოვიდნენ. უდიდეს ნაწილს უკვე ჩაერიცხათ დახმარება. დევნილთა სააგენტოს თანამშრომლები დადიოდნენ 3 კვირის განმავლობაში ამ 40 სასტუმროში და ყველა იმ დევნილს, რომელიც აღრიცხეს და შესაბამისი განაცხადები შეავსეს, ბანკთან შეთანხმებით გაუხსნეს ანგარიშები და უკვე ჩარიცხული აქვთ ყველას შესაბამისი დახმარებები. სპეკულაციაა, თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს და ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონებში. ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S