პრემიერმა 2026 წლამდე საჯარო მოხელეების ხელფასების ყოველწლიური ზრდა დააანონსა
01/08/2022 10:23:07 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2026 წლამდე საჯარო მოხელეების ხელფასების ყოველწლიური ზრდა დააანონსა.
"დაახლოებით 2017-დან 2020 წლამდე პრაქტიკულად არცერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩამორჩენა იმდენად დიდია, ჩვენ თუ შევადარებთ ხელფასებს კერძო სექტორში და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. ამიტომ ჩემი დავალებით წელს იანვარში უკვე დავიწყეთ ამის მოწესრიგება, იანვარში გაიზარდა 10%-ით, ყველა საჯარო მოხელესთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა დაახლოებით 50%-იანი მატება", -აცხადებს ღარიბაშვილი.


