Accentnews.ge
კობახიძე – მეტროს სადგურებში განთავსებულ ბანერებზე: "არ ვიცი, ეს კამპანია საერთოდ რას ნიშნავს“

კობახიძე – მეტროს სადგურებში განთავსებულ ბანერებზე: "არ ვიცი, ეს კამპანია საერთოდ რას ნიშნავს“

01/08/2022 12:37:28 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის მეტროს სადგურებში განთავსებულ ბანერებს წარწერით „ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს“ ეხმიანება და აცხადებს, რომ "არ იცის, ეს კამპანია საერთოდ რას ნიშნავს“.

„ჩვენ არათუ პოზიცია არ დაგვიფიქსირებია ამ თემაზე, კითხვებიც კი არ დაგვისვამს საჯაროდ. ჩვენთვის საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის შესაძლებელი. თუმცა საზოგადოებამ მოისმინა ბევრი რამ. მათ შორის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების კითხვები, კითხვებზე პასუხები და არ პასუხები. საზოგადოებამ იხილა ბიძინა ივანიშვილის წერილი ამ თემასთან დაკავშირებით. დანარჩენი საზოგადოება თავად გააკეთებს დასკვნებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ემიჯნება თუ არა „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების ანტიდასავლურ და შეურაცხყმყოფელ განცხადებებს აშშ-ის ელჩისადმი, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

„როდესაც დეპუტატი კითხვას სვამს ელჩის მიმართ, ეს არის შეურაცხმყოფელი? სახელემწიფო ვართ თუ რა ვართ? თუ ეს მიდგომა გაქვთ, რომ შეურაცხყოფა გგონიათ, მაშინ სახელმწიფოდ არ აფასებთ ჩვენს ქვეყანას და ეს ჯერ უნდა ისწავლოთ კარგად. საქართველო რომ სახელმწიფოა, ეს ვერ იქნება ანტიდასავლური კამპანია“.

კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის თბილისის მეტროს სადგურებში ბანერები წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს, ნუ გაავრცელებ სიცრუეს, დეზინფორმაცია შეურაცხყოფს გმირთა ხსოვნას” განათავსა.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:

„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".

ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".

20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:

"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია ამ დრომდე არ წყდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S