Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე შესაძლო ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე შესაძლო ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

01/08/2022 13:50:46 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანზე შესაძლო ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს დოკუმენტები, რომ ელჩ კელი დეგნანზე ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდება, ირაკლი კობახიძემ შემდეგი განაცხადა: "ეს არის ტყუილი".

ჟურნალისტის მრიგ კითხვაზე, "დაზუსტებით იცით? საიდან გაქვთ ინფორმაცია?", ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:

"აი, მე ვიცი, რომ ტყუილია".

30 აგვისტოს "ტვ პირველმა" წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ "კელი დეგნანის შეხვედრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტერესდებოდა და ინფორმაციას აგროვებდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S