Accentnews.ge
"მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს"

"მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს"

01/08/2022 14:02:13 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა საქართელოში, ეს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკურენციას, რა თქმა უნდა, ბიზნესს კონკურენცია სჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შსს-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება და სხვა ქვეყნებთან შედარებით, აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში პირველ ადგილზე გადმოინაცვლა. მხოლოდ ივნისში რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 340%-ით გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S