Accentnews.ge
"კელი დეგნანზე თავდასხმები ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება"

"კელი დეგნანზე თავდასხმები ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება"

02/08/2022 18:54:23 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არა პერსონალური თავდასხმაა, არამედ ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება.

"ეს ალბათ, მოდის ადამიანებისგან, რომლებიც მის ზოგიერთ განცხადებას არ ეთანხმებიან. მაგრამ ვიტყოდი, რომ კელი წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავრობას, ის წარმოადგენს ამერიკის ადმინისტრაციას და მის პოზიციებს. ის ასევე წარმოადგენს საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის ხანგრძლივ ტრადიციას.

ასე რომ, მასზე თავდასხმები არ არის მხოლოდ თავდასხმები კელიზე. ეს უფრო დიდი საკითხია და ის ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება. ცხადია, მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ეს ადამიანები, მე მათთან არ მისაუბრია. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველა ეცდება გაერთიანდეს იმისთვის, რომ მიაღწიონ ევროკავშირის მიერ დასახულ მიზნებს, რომლებიც იგივე მიზნებია, რაც შეერთებულ შტატებს წლების მანძილზე აქვს",– განაცხადა დიპლომატმა. .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S