Accentnews.ge
პუტინის ყოფილი სფიჩრაითერი: “აი, ეხლა მჯერა, რომ მედვედევი გალოთდა”

პუტინის ყოფილი სფიჩრაითერი: “აი, ეხლა მჯერა, რომ მედვედევი გალოთდა”

03/08/2022 11:25:44 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი სფიჩრაითერი, ამჟამად უცხოეთში მცხოვრები პოლიტოლოგი აბას გალიამოვი სოცქსელ “ვკონტაკტეში” ექს-პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის სახელით გამოქვეყნებულ სკანდალურ პუბლიკაციას ეხმიანება და არ სჯერა, რომ ეს არა მისი, არამედ ჰაკერების ნამოქმედარია.

იხილეთ ასევე: სოციალურ ქსელში მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა "პოსტი" იმის შესახებ, რომ "საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს"

ამასთან, პოლიტოლოგი პუბლიკაციის ფორმის “სახელდახელოობაზე”, ასევე შინაარსის “აბსურდულობაზე” ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ “წინაპერიოდისგან განსხვავებით, ეხლა მედვედევის გალოთების ნამდვილად სჯერა”.

“თუ ტექსტს დავაკვირდებით, ის აშკარად სახელდახელოდაა ნაწერი, - ამაზე, სხვა ყველაფერთან ერთად, სტილისტური შეცდომებიც მიუთითებს. კარგი სფიჩრაითერი, რომელსაც ამასთანავე, საკმარისი დრო მისცეს ტექსტის დასაწერად, ასეთ “პროდუქტს” არ მოამზადებდა. რაც ვიხილეთ, ან არაპროფესიონალის დაწერილია, ან პროფესიონალის, რომელიც ღამით მოულოდნელად საწოლიდან წამოაგდეს, ტექსტი დაუკვეთეს და საამისოდ 20 წუთი მისცეს. აღარაფერს ვამბობ შინაარსობრივ მხარეზე – ეს ხომ სრული ბოდვაა! თურმე, რუსეთთან მიერთებამდე საქართველო არ არსებობდა! შესაძლოა, რუსეთში ბევრმა საქართველოს ისტორია არ იცოდეს, მაგრამ ლეგენდარული თამარ მეფე ხომ მაინც გაუგიათ?! თუ არ გაუგიათ, ვეტყვი, რომ შუა საუკუნეებში საქართველო იმ ეპოქის ერთ-ერთი უმძლავრესი სახელმწიფო იყო. ეს ნებისმიერი რუსი ისტორიკოსისთვისაც უდავო ფაქტია. ასე, რომ ნორმალური სფიჩრაითერი იმ ბოდვას არ დაწერდა. ამ სკანდალური ისტორიის შემდეგ უკვე გაცილებით უფრო სერიოზულად ვეკიდები ხმებს მედვედევის ლოთობის თაობაზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ბოდვის წაკითხვის შემდეგ სრულიად ლოგიკურად და რეალურიად გამოიყურება ვერსია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მედვედევი ღამით სადღაც ინტერნეტ-სივრცეში რომელიმე რუსი “ალტერნატიული ისტორიკოსის” ნაბოდვარს გადააწყდა, წაიკითხა და ვერ დასძლია შთაგონება, მასზე დაყრდნობით საკუთარი ოპუსი დაეწერა. ან თუ თავად არ დაუწერია, ესე იგი, საკუთარი სფიჩრაითერი წამოაგდო საწოლიდან და უბრძანა, “საქართველოს სახელმწიფოს არარსებობის” თეზისზე დაყრდნობით ნახევარ საათში პუბლიკაციის ტექსტი მომიმზადეო. ჰოდა, ძილბურანში მყოფმა, თმაგაბურძგნულმა სფიჩრაითერმაც ის შეთხზა, რაც ასეთ ვითარებაში მოახერხა. გამოქვეყნების შემდეგ კი ეს სამარცხვინო პუბლიკაცია, როგორც ჩანს, სახელისუფლებო ვერტიკალის რომელიმე წარმომადგენლის რომელიმე თანაშემწეს მოხვდა თვალში, ატყდა ამბავი და სასწრაფოდ ჩახსნეს” – ვარაუდობს გალიამოვი.

ნახევრადხუმრობით პოლიტოლოგი იმასაც დასძენს, რომ “ამ ნაბოდვარით მედვედევმა გაქრობისგან დაიზღვია თავი”: “ახლა ნამდვილად აღარ გადააყენებენ – გადაყენება ხომ მისი ქმედითუუნარობის დადასტურება იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში კი ხალხში შესაძლოა, გაჩენილიყო ლოგიკური ეჭვი: თუ ყოფილი პრეზიდენტი ასეთი გვყავს, ეგებ ამჟამინდელსაც ვერ აქვს მთლად გამართულად ფსიქიკის კუთხით საქმეო?”.

პუბლიკაციაში ნახსენები ყაზახეთის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებაზე საუბრისას გალიამოვი აცხადებს, რომ “პრეზიდენტი ტოკაევი კრემლს ყელში ძვალივით გაეჩხირა”: “ტოკაევს უმადურების მწვერვალად მიიჩნევენ: “იანვარში დავეხმარეთ და თებერვალში გვიღალატაო”. აქედან გამომდინარეობს რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან ყაზახეთის მიმართ სიძულვილის გაუთავებელი ფრქვევაც”.

იხილეთ ასევე: მეორე ფრონტი, სეპარატიზმის ქაოსი, ცენტრალური აზია

ამასთან, პოლიტოლოგის შეფასებით, ეს ეხება არა მარტო ყაზახეთს ან საქართველოს, არამედ გამოხატავს რუსეთის მმართველების მიდგომას მთლიანობაში პოსტსაბჭოთა სივრცისადმი:

“ისინი ხომ მუდივად ისე ეკიდებოდნენ მეზობლებს, როგორც უმცროს ძმებს, რომელთაც შეიძლება, თავში უთაქო, შენი ბრძანებები ასრულებინო და ა.შ. - ანუ ექცეოდე ისე, როგორც პატრიარქალურ ოჯახებშია მიღებული. პუტინი ხომ თავს პოსტსაბჭოეთის პატრიარქად ხედავდა და ხედავს ახლაც. სწორედ ეს განაპირობებდა წლების განმავლობაში მეზობლებისადმი მის პოლიტიკას. “უმცროსი ძმებისგან” რუსეთი წინააღმდეგობასა და თანატოლივით საუბარს არ ელოდა. სწორედ ესაა მისი სიძულვილისა და აგრესიის მიზეზი უკრაინასთან მიმართებაშიც, ახლა ყაზახეთთანაც და ზოგადად ყველასთან”.

ამასთან, გალიამოვი ყაზახეთში რუსეთის შეჭრას არ ელის: “უკრაინამ მოსკოვს აბსოლუტურად აუხილა თვალი რუსული არმიის რეალურ შესაძლებლობებზე. კრემლს გული აეყარა იდეაზე, თავისი ინტერესები ძალის გამოყენებით ატაროს. სწრაფი გამარჯვებისთვის რომ მიეღწიათ უკრაინაში, ეჭვიც არ მეპარება, რომ რუსული ჯარი სხვა მეზობლებსაც შეუტევდა, მაგრამ ახლა? კიდევ რომელიე მეზობლის ტერიტორიაზე რომ გადაწყვიტოს პუტინმა შეჭრა, თავად რუსეთში გადატრიალება მოხდება და უპირველესად, ძალოვანები გაწევენ წინააღმდეგობას, ეტყვიან პუტინს: “კმარა, დავიღალეთ, ახლა იქ ვღვაროთ შენი ხუშტურების გამო ჩვენი სისხლიო?!” აღარც ყაზახური ან რომელიმე სხვა ჯარის “ორ დღეში აღების” შესახებ მითებს დაიჯერებენ რუსები ამჯერად - “უკრაინაზეც იგივეს ამბობდით და აგერ, ამხელა დანაკარგის მიუხედავად, ომს ვაგებთო!”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S