„ოცნებიდან“ ვითომ გამოყოფილი „კვარტეტის“ მოძრაობის მიზანია „პატრიოტთა ალიანსის“ და ხელმოცარული „ალტ- ინფოს“ ჩანაცვლება"
03/08/2022 11:31:07 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვითომ გამოყოფილი „კვარტეტის“ მოძრაობის მიზანია „პატრიოტთა ალიანსის“ და ხელმოცარული „ალტ- ინფოს“ ჩანაცვლება".
მისი თქმით, "ანტიდასავლურ ფრონტს „ქართული ოცნება“ ცოცხალი ძალით აძლიერებს"
"მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ თავად ეს ადამიანები წარმოადგენენ საფრთხეს. განცხადებები, რასაც ისინი აკეთებენ ამერიკის ელჩთან დაკავშირებით და მთლიანად მათი ანტიდასავლური რიტორიკა, ემსახურება საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების დათესვას. რატომ უსვამენ კითხვებს აშშ-ის ელჩს, როცა შეუძლიათ იგივე კითხვებით ივანიშვილს მიმართონ?!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის: „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა -„ხალხის ძალა“ დააფუძნეს. ლიდერები არ გამორიცხავენ, მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.


