Accentnews.ge
„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

03/08/2022 12:40:56 პოლიტიკა

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ და პროკურატურას განცხადებით მიმართავენ.

"დაკითხვის ოქმში ათეულობით ფაილი იქნა წარმოდგენილი, რომელშიც ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბადრიმ ცალსახად დაადასტურეს, რომ იყო მათ მიმართ განხორციელებული უკანონო მოსმენა", – აცხადებს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი.

2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა მასალები ე.წ. კრებსები, რომლითაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა. ე.წ. კრებსები ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას მოიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S