Accentnews.ge
"დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი სამოქალაქო საზოგადოების და ორგანიზაციების დამოკიდებულება ძალიან მომწონს"

"დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი სამოქალაქო საზოგადოების და ორგანიზაციების დამოკიდებულება ძალიან მომწონს"

03/08/2022 12:55:05 პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩის საქართველოში დიეგო კოლასი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე მოსწონს არასამთავრობო ორგანიზაციების მიდგომა, რომელიც რეფორმების გატარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ითვალისწინებს.

„ჩვენი ერთადერთი პოლიტიკა არის ის, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ აღებულ იქნა ამ რეფორმების ჩატარების ვალდებულება. თუ მოხერხდება ყველას ენერგიის გაერთიანება და ამ რეფორმების გატარება, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორედ ამის დანახვა გვსურს ჩვენ. ზოგჯერ რიტორიკა და კომენტარები დამაბნეველი და გამაწბილებელია, მაგრამ იმედია, რომ მოვახერხებთ და პოზიტიურ დინამიკაში გადავალთ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მე ძალიან მომწონს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა კრიტერიუმზე მუშაობა გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რაც თავისთავად გამოიწვევს პროგრესს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ასე რომ, ეს ამ ეტაპზე სწორი მიდგომაა და მე ვეთანხმები ამ ანალიზს“, – განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, კოლასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც, მათი შეფასებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, 2022 წლის ბოლომდე მარტივად განხორციელებადია. ორგანიზაციების ცნობით, გეგმა შეიცავს იმ რეფორმების მინიმუმს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებისთვის სჭირდება. დეოლიგარქიზაციის ნაწილში, ისინი თვლიან, რომ არსებული გეგმის 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირებას ავტომატურად გამოიწვევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S