Accentnews.ge
საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

03/08/2022 12:54:09 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობის პროცესი იყო.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში მუშაობა მნიშვნელოვანია.

„გავაცანით დროის გრაფიკი, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მკაცრია. ასევე გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც უკვე გაიმართა და რა არის დაგეგმილი. ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტი და საპარლამენტო ფორმატები რა თქმა უნდა, არის წამყვანი, კომიტეტების სამუშაო ჯგუფები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები არის, რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, აინტერესებს იყოს ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულების და აინტერესებს იყოს, მათ შორის, დეპოლარიზაციის ნაწილიც ყველა უნდა იყოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და განხილულ იქნას კანონპროექტები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა, საელჩოების ერთადერთი პოლიტიკა ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში საქართველოს მხარდაჭერაა.

"ჩვენი ერთადერთი პოლიტიკა არის ის, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ აღებულ იქნა ამ რეფორმების ჩატარების ვალდებულება. თუ მოხერხდება ყველას ენერგიის გაერთიანება და ამ რეფორმების გატარება, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორედ ამის დანახვა გვსურს ჩვენ. ზოგჯერ რიტორიკა და კომენტარები დამაბნეველი და გამაწბილებელია, მაგრამ იმედია, რომ მოვახერხებთ და პოზიტიურ დინამიკაში გადავალთ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მე ძალიან მომწონს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა კრიტერიუმზე მუშაობა გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რაც თავისთავად გამოიწვევს პროგრესს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ასე რომ, ეს ამ ეტაპზე სწორი მიდგომაა და მე ვეთანხმები ამ ანალიზს“, – განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, კოლასმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S