Accentnews.ge
"საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ"

"საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ"

03/08/2022 13:24:48 პოლიტიკა

საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, "საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავენ"

“ჩვენ ჩვენს მიზანზე უნდა ჩამოვყალიბდეთ - თუ მიზანია, ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინ ამ საკითხს უნდა მივყვეთ. რაც შეეხება სხვა მიზნებსა და ინტერესებს, ასეთი შეიძლება, ბევრი იყოს. შეიძლება საარჩევნო ბარიერზე იყოს ინტერესი. "გირჩს" საქართველოს ეროვნულ ბანკზე აქვს მოსაზრებები... უბრალოდ, ეს არ არის პატიოსანი ჩვენი მოსახლეობის და ევროპული მომავლის წინაშე, რომ ჩვენ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ევროკავშირის გზაზე წინსვლა ჰქვია. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი - ევროკავშირის რეკომენდაციების დაკმაყოფილება და სხვა საკითხები. საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S