კობახიძე – "ოცნებიდან" წასულების საზოგადოებრივ მოძრაობაზე: "დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას"
03/08/2022 14:24:28 პოლიტიკა
"ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები, დავაკვირდეთ"... - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების ფაქტს.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდნენ კობახიძემ უპასუხა, რომ პარტიაზე კონკრეტული ანონსი არ ყოფილა.
„ეს არის მათი გადაწყვეტილება. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები. დავაკვირდეთ ამ მოვლენების განვითარებას. პარტიაზე ზოგადი საუბარია, არანაირი კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე ნაადრევია საუბარი თუ როგორ გამოვა ასე თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა -„ხალხის ძალა“ დააფუძნეს. ლიდერები არ გამორიცხავენ, მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.


