Accentnews.ge
ანა დოლიძე: "გამოცხადდეს მორატორიუმი რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით"

ანა დოლიძე: "გამოცხადდეს მორატორიუმი რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით"

04/08/2022 10:44:26 პოლიტიკა

"ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს.

ამ მოთხოვნით მან ცოტა ხნის წინ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტებმა გაშალეს ბანერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნახატით, რომელიც საქართველოს "ყლაპავს".

დოლიძე ამბობს, რომ ამ წლის 10 იანვრიდან 18 ივლისის ჩათვლით, 3 389 რუსეთის მოქალაქის საკუთრების უფლება − 3 040 უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა.

ცნობისთვის: პარტია "ლელო" რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს. რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარზე ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S