Accentnews.ge
კობახიძე - რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნაზე: "ამ ქსენოფობიაზე მკაცრი პასუხი გვექნება"

კობახიძე - რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნაზე: "ამ ქსენოფობიაზე მკაცრი პასუხი გვექნება"

04/08/2022 12:02:40 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნას "ქსენოფობიურ კამპანიას" უწოდებს და ამბობს, რომ ამას "მკაცრი პასუხი გაეცემა".

მისი თქმით, "საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის".

"ეს არის მიზანმიმართული ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ. რაც შეეხება ტურიზმს, ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი ფეიკი ვრცელდება ამ კუთხითაც. მაგალითად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც არის სრული ტყუილი. რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, ერთი პროცენტიც არ იქნება. ჯამში რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, არის 242 ათასი ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზეა დაფუძნებული. მე შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ აქ შეზღუდვები, სანქციები დავაწესოთ და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S