Accentnews.ge
"მნიშვნელოვანია, საქართველოს მივცეთ იარაღი, რათა ნათლად უთხრას რუსეთს: "შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ"

"მნიშვნელოვანია, საქართველოს მივცეთ იარაღი, რათა ნათლად უთხრას რუსეთს: "შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ"

04/08/2022 12:53:40 პოლიტიკა

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიწოდების მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ – სისუსტის აღქმაზე.

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტის კითხვაზე, "თქვენ რუსეთთან დაახლოების საფრთხეებზე ისაუბრეთ და ეს მახსენებს თქვენს "ტვიტს", რომელიც გამოაქვეყნეთ და თქვით, რომ საქართველოს 1/3 ოკუპირებულია და როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველომ "ჰაიმარსები" უნდა მიიღოს. ჰაიმარსები უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინაიდან ისინი ომის აქტიურ ფაზაში არიან. რისი მომტანი იქნება ეს ამბავი საქართველოსთვის თუ ეს მოხდება და რამდენად რეალური გგონიათ "ჰაიმარსების" გადაცემა?", კინზინგერმა შემდგი განაცხადა:

"არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, სად გვინდა, რომ ამ ურთიერთობებში წავიდეთ. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შევახსენო ქართველებს, უფრო მეტად კი ამერიკელებს, რომ საქართველო ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო და მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებოდა ამ მაჩვენებლით. მათ [ქართველებმა] ნამდვილად აჩვენეს, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი ქვეყანა, ამისი უნარი აქვთ. მათ სჭირდებათ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

იმის მიხედვით, რაც უკრაინაში რუსების იქ ყოფნისას ვნახეთ, ისაა, რომ რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე. რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, თუ იფიქრებს, რომ მოგება შეუძლია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ.

ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ იმის გააზრებას, რომ ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს მას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S