Accentnews.ge
"თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ"

"თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ"

04/08/2022 13:19:37 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ".

მისი თქმით, ნატო-ს მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დაუჭირონ უკრაინას.

„ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც გაუმართლებელი აგრესიისა და ომის სამიზნე გახდნენ. ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე და ნგრევას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვინახავს. ჩვენ გულგრილები ვერ ვიქნებით. ეს ასევე ჩვენს ინტერესებშია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწიოს საკუთარ ამბიციებში უკრაინის მიმართ. თუ რუსეთი გაიმარჯვებს ამ ომში, პუტინი მიიღებს დასტურს, რომ ძალადობა მუშაობს. მაშინ მეზობელი ქვეყნებიც შეიძლება, გახდნენ შემდეგი სამიზნე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანისის მიზანია, უკრაინის ომი არ გაფართოვდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S