კუჩმა: "რუსეთის აგრესიის გეოგრაფიის გაფართოების შემთხვევაშიც, ვფიქრობ, საფრთხე არა იმდენად ლიეტუვას და პოლონეთს ემუქრება, რამდენადაც – საქართველოს"
04/08/2022 16:01:55 პოლიტიკა
უკრაინის მეორე პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა აცხადებს, რომ ნატო–ს წევრი ქვეყნებისადმი რუსეთის აგრესია იმაზე ნაკლებმოსალოდნელია, ვიდრე რომელიმე სუსტ ქვეყანაზე თავდასხმა, მაგალითად, ისეთზე როგორიც საქართველოა.
„როდესად ჰიტლერი პოლონეთს დაესხა თავს, არავინ იცოდა, რომ ეს უკვე მეორე მსოფლიიო ომი იყო. იმის მიხედვით როგორ მოიგერიებს უკრაინა აგრესიას, გამოჩნდება მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი თუ ან ის უკვე მიმდინარეობს. თუ ჩვენ გავძლებთ პუტინი შორს ვერ წავა. თუ ვერ, ვშიშობ „გაგრძელება იქნება“, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ. თუმცა, რუსეთის აგრესიის გეოგრაფიის გაფართოების შემთხვევაშიც, ვფიქრობ, საფრთხე არა იმდენად ლიეტუვას და პოლონეთს ემუქრება, რამდენადაც ნატოს არაწევრ ქვეყნებს. უკვე ჩვეულებად იქცა მინიშნებები მოდლოვასა და ჩრდილოეთ ყაზახეთზე, ახლა ასეთ კონტექსტში მოიხსენიება უკვე საქართველო. რუსეთი ხომ მხოლოდ მასზე გაცილებით სუსტებს ესხმის თავს“,- განაცხადა კუჩმამ ВВС-ის უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ლეონიდ კუჩმა უკრაინის ორგზის არჩეული პრეზდენტი იყო 1994-2005 წლებში.


