ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს
05/08/2022 08:13:33 პოლიტიკა
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს.
როგორც ხაზარაძე ამბობს, არც ერთი კოლაბორაციონისტი სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობაზე არ უნდა ინიშნებოდეს და ეს კანონის ძალით უნდა კონტროლდებოდეს.
„ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები. ლუსტრაცია მომხდარია. ახლა ამას კანონით გაფორმება სჭირდება…
არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე. ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!“- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ინიციატივა პირველად არ ჟღერდება: ეს მოთხოვნა „ლელოს“ ადრეც ჰქონდა – პარტიას მომზადებული აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა.


