
"ორმაგი სტანდარტია, რომ არახამიას რუსულ მიმართვაზე არავის გააჟრიალა"
05/08/2022 13:39:31 პოლიტიკა
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში რუსულ ენაზე სუბართან დაკავშირებით ორგამი სტანდარტი არსებობს - ადამიანების ნაწილი აპროტესტებს, რომ კვების დაწესებულებებში რუსულ ენაზე მიმართავენ სტუმრებს და ამავდროულად, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის ამავე ენაზე საუბარის გამო "არავის აჟრიალებს".
„დღეს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა კითხვა რუსულ ენასთან დაკავშირებით. როგორ აჟრიალებთ ვიღაცებს რუსულ ენაზე. შეგახსენებთ, რომ 20 ათასი კაცი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, როდესაც მათ დავით არახამიამ მიმართა რუსულ ენაზე და არავის გააჟრიალა. რატომ არ გააჟრიალა არავის? ეს არის ორმაგი სტანდარტი. ხელოვნურად ხდება პრობლემების წარმოქმნის მცდელობა. ქსენოფობია და შოვინიზმი თითიდან გამოწოვილია“,- განაცხადა კობახიძემ.