Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: "მოღალატეებმა ომი ვერ და არ ააცილეს ჩვენს ქვეყანას"

ირაკლი ღარიბაშვილი: "მოღალატეებმა ომი ვერ და არ ააცილეს ჩვენს ქვეყანას"

08/08/2022 07:32:33 პოლიტიკა

"მოღალატეებმა ომი ვერ და არ ააცილეს ჩვენს ქვეყანას", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსის გეგმა ყოველთვის ჩაიშლება".

"მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რომ ჩვენი ქვეყანა აი, იმ მოღალატეებს, ვინც ეს ომი ვერ და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, მათი ეს გეგმა ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ დაიწყეს, ნახეს, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი, ახლა ვინაიდან ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ, რამენაირად დააზიანონ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმის შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება, აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ხალხზე. ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S